თაღლითობის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის და 25 მოქალაქის კუთვნილი თანხების დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, 2000 წელს დაბადებული ა.ბ. თაღლითობის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის მაისამდე პერიოდში უნებართვოდ შეაღწია მოქალაქეების „ფეისბუქ“- გვერდებზე, განახორციელა მათ მეგობრებთან მიმოწერა, შეცდომაში შეიყვანა ისინი და საკუთარ ანგარიშზე, მოტყუებით ჩაარიცხინა სხვადასხვა ოდენობის თანხა. ასევე, მოტყუებით დაეუფლა მათი საბანკო პლასტიკური ბარათების მონაცემებს და ანგარიშებზე არსებული თანხები საკუთარ ანგარიშზე გადაირიცხა. ა. ბ. დანაშაულებრივი გზით, ჯამში, 25 მოქალაქის კუთვნილ 27 546 ლარს დაეუფლა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.დანაშაული 4 -დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა