კანადის პრემიერ-მინისტრმა რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე, სოლიდარობის ნიშნად, დაიჩოქა

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ოტავაში გამართულ რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე დაიჩოქა, რითაც მან სოლიდარობა გამოხატა აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ.

ჯასტინ ტრუდო ოტავაში, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე შავი პირბადით მივიდა და დემონსტრანტებს შეუერთდა, რომლებიც 9 წუთიანი დუმილით პატივს მიაგებდნენ აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში პოლიციის ძალადობის შედეგად დაღუპული ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას.

კანადის პრემიერ-მინისტრს აქციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგასენებთ, აშშ-ში მე-11 დღეა რასიზმისა და პოლიციის სისასტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამერიკელ დემონსტრანტებს სოლიდარობას უცხადებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ათასობით ადამიანი უერთდება აქციას სლოგანით : "ფერადკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია."

იხილეთ ვიდეო:კანადის პრემიერ-მინისტრმა რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე, სოლიდარობის ნიშნად, დაიჩოქა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო