დავით ბერძენიშვილი - გამარჯვების ფორმულაა: თბილისში ოპოზიციური რვიანი, თბილისს გარეთ სრული კონკურენცია და მეორე ტურში ურთიერთმხარდაჭერა

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ გამარჯვების ფორმულაა - თბილისში ოპოზიციური რვიანი და თბილისს გარეთ სრული კონკურენცია და მეორე ტურში ურთიერთმხარდაჭერა.

“მკაფიოდ ვამბობთ რესპები, რომ თბილისს გარეთ ყველამ დააყენოს კანდიდატები ენმ-ს ბლოკის ჩათვლით. უმრავლეს შემთხვევაში, მეორე ტურში 5 ნომრის კანდიდატები გავლენ და გამაჯვებისთვის იბრძოლებენ. რეგიონებში (დიდ ქალაქებშიც) ნაცბლოკის მხრიდან კანდიდატების ალაგ-ალაგ დაყენება იქნება მარცხის ფორმულა. ბევრი სხვანომრიანი კანდიდატი პირწმინდად წააგებს ამ შემთხვევაში. გამარჯვების ფორმულაა - თბილისში ოპოზიციური რვიანი და თბილისს გარეთ სრული კონკურენცია და მეორე ტურში ურთიერთმხარდაჭერა. ზოგი პატარა პარტიის ძლიერი კანდიდატი ამა თუ იმ ოლქში იქნება მეორე ტურში გასვლისთვის კონკურენტუნარიანი. არცთუ იშვიათად მომხდარა ასე. ამასთანავე, უმრავლესობა 5 ნომრიანი ძლიერი კანდიდატი იქნება. მეორე ვადის მიწურულს მტრის ხატზე აგებულმა პოლიტიკა - „მგელი მოდის“ ტაქტიკა გაცვდა და ჩაილურის წყალი დალია”, - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა