ნიუ-იორკში პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა

ნიუ-იორკის პოლიციამ მანჰეტენზე აქციის 18 მონაწილე დააკავა,- ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, დემონსტრანტები ე.წ. „კომენდანტის საათის“ დარღვევის ბრალდებით არიან დაკავებულები.

აღსანიშნავია, რომ საპროტესტო აქციები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს აშშ-ის იმ ქალაქებში, სადაც „კომენდანტის საათი“ მოხსნილია.

მედიის ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში არავინ დაუკავებიათ ატლანტაში, ჯორჯიის შტატში, სადაც საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან 352 ადამიანია დაკავებული.

სამართალდამცავებს ხელი არ შეუშლიათ ვაშინგტონში, თეთრ სახლთან შეკრებილი დემონსტრანტებისთვისაც, რომლებმაც მარტში პოლიციის მიერ მოკლულ ბრეონა ტეილორს დაბადების 27-ე წელი სიმღერით მიულოცეს.

შეგახსენებთ, მეთერთმეტე დღეა აშშ-ის ათეულობით ქალაქში ათასობით მოქალაქე რასიზმსა და პოლიციის სისასტიკეს აპროტესტებს. საპროტესტო ტალღა ქვეყანაში შავკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის პოლიციის ძალადობის შედეგად დაღუპვამ გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო:ნიუ-იორკში პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა