მარინა ეზუგბაია - კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია - 2 სატვირთო მანქანის მძღოლია, 1 კი კარანტინში იმყოფებოდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევიდან 2 სატვირთო მანქანის მძღოლია, 1 კი კარანტინში იმყოფებოდა.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად ინფექციურში მკურნალობას 49 პაციენტი აგრძელებს, მათგან მძიმე არც ერთი არ არის.

„დღეს მხოლოდ 3 ახალი დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზარდა 13-ით, ამჟამად კოვიდცენტრებში 132 პაციენტი მკურნალობს. ეს სამივე ახალი დადასტურებული შემთხვევა შემოტანილია, იმპორტირებულია. 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, 1 უკვე კარანტინიდან დადასტურებული შემთხვევაა. ჩვენს ცენტრში 5 გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე 49 დადასტურებული პაციენტი გვყავს. მძიმე პაციენტები აღარ ვგყავს, ძირითადად პაციენტების მდგომარეობა ფასდება საშუალო სიმძიმით, მცირე რაოდენობა მათში არის მსუბუქად მიმდინარე”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა