მარინა ეზუგბაია - დიახ, ჩვენც დავაბრუნეთ "პლაქვენილი"

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ გაკეთდა წერილი, რის საფუძველზეც საქართველოში “პლაქვენილის” გამოყენება აღდგება. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი გამოყენება იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება, რაც საჭიროა.

“დიახ, ჩვენც დავაბრუნეთ "პლაქვენილი". თქვენ იცით, პროტოკოლში დროებით შეჩერება იყო, გუშინ საღამოს გაკეთდა წერილი, რომლის საფუძველზე კვლავ აღდგება "პლაქვენილის" გამოყენება და გამოყენება მოხდება იმ კრიტერიუმებით, რაც მისთვის საჭიროა. საერთოდ, კვლევაში ჩართულ პაციენტებზე არის გამოყენებადი, ასეთი მითითებაა და ჩვენი ცენტრი არის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი და პაციენტები კვლევაში თავისუფლად გვყავს ჩართული, აქ პრობლემა ჩვენ არ გვაქვს”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატების ტესტებში „ჰიდროქსიქლოროქლინი“ კვლავ დააბრუნონ. მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აღნიშნული პრეპარატის გამოყენების დროებით შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს