დონალდ ტრამპმა გერმანიიდან 9 500 ჯარისკაცის გაყვანის განკარგულება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიიდან 9 500 ჯარისკაცის გაყვანის განკარგულება გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა განუცხადა, 9500 ჯარისკაციდან ნაწილს პოლონეთში, ნაწილს რომელიმე სხვა მოკავშირე ქვეყანაში გააგზავნიან, დანარჩენი კი შინ დაბრუნდება. მისივე თქმით, გერმანიაში აშშ-ის დიდი კონტიგენტის ყოფნის საჭიროება არ არსებობს.

წყარომ ასევე განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, რობერტ ობრაიანმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

ამ დოკუმენტის მიხედვით, ამერიკელი ჯარისკაცები გერმანიას სექტემბერში დატოვებენ.

ცნობისათვის, ამ დროისთვის აშშ-ს გერმანიაში 34 500 ჯარისკაცი ჰყავს დისლოცირებული, შესაბამისად, მათი რაოდენობა 25 000-მდე შემცირდება.

იხილეთ ვიდეო:დონალდ ტრამპმა გერმანიიდან 9 500 ჯარისკაცის გაყვანის განკარგულება გასცა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს