კახა კალაძე - წარმოადგინონ ერთი კონკრეტული საკითხი, სადაც კახა კალაძეს ჰქონდა ან გადაცდომა, ან ვინმეს რამე წაართვა, ან რამეზე გაურიგდა, მუდმივად სისულელე კითხვების რეჟიმში ვიმყოფები

„წარმოადგინონ ერთი კონკრეტული საკითხი, სადაც კახა კალაძეს ჰქონდა ან გადაცდომა, ან ვინმეს რაიმე წაართვა, ან რამეზე გაურიგდა. ერთი ფაქტი მაინც წარმოადგინონ. მუდმივად სისულელე კითხვების რეჟიმში ვიმყოფები, სადაც არ არსებობს არანაირი საფუძველი“, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას მერის მხრიდან „ილი ჯგუფის“ მფარველობასთან დაკავშირებით, რომელიც თბილისის მერიას საკვები პროდუქტებით ამარაგებს.

კალაძის განცხადებით, ყველაფერი ხდება ტენდერის საფუძველზე. როგორც მან აღნიშნა, არსებობს გამარტივებული შეყიდვა, რაც „კანონით დაშვებულია“.

„რამდენი წელია პოლიტიკაში ვარ, 2011 წლიდან დაწყებული, მუდმივად ოპონენტების მხრიდან ისმის ცრუ ინფორმაციები, არანაირი დასაბუთება, არანაირი კონკრეტიკა. ძალიან მარტივია, რაღაც სისულელეს იტყვიან და მე უნდა გამოვიდე მერე, თავი ვიმართლო. 8 წლის განმავლობაში, წარმოადგინონ ერთი კონკრეტული საკითხი, სადაც კახა კალაძეს ჰქონდა ან გადაცდომა, ან ვინმეს რაიმე წაართვა, ან რამეზე გაურიგდა. ერთი ფაქტი მაინც წარმოადგინონ. მუდმივად სისულელე კითხვების რეჟიმში ვიმყოფები, სადაც არ არსებობს არანაირი საფუძველი. ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს. ტენდერს აქვს თავისი წესები. თუ კომპანია ამ წესებს აკმაყოფილებს, რა თქმა უნდა, ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვს. ყველაფერი ხდება ტენდერის საფუძველზე. არსებობს მეორე ვარიანტი, გამარტივებული შესყიდვები, როდესაც გადაუდებელი აუცილებლობაა, ესეც კანონით დაშვებულია“, - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა