ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში და პანდემიის პერიოდში საკუთარ მომხმარებელს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს:

დღეიდან, ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობისას არ დაიხარჯება მობილური ინტერნეტი და გამოყენება უკვე იმ შემთხვევაშიც კი იქნება შესაძლებელი თუ მობილურის ბალანსზე თანხა ან მობილური ინტერნეტის მეგაბაიტები არ არის ხელმისაწვდომი.

მობილური ინტერნეტის გარეშე მობაილ ბანკის გამოყენება მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას შეასრულოს ნებისმიერი საბანკო ოპერაცია დისტანციურად და სრულიად უფასოდ.

ლიბერთის მობაილ ბანკის მობილური ინტერნეტის გარეშე გამოყენება ნებისმიერი ოპერატორის აბონენტებს შეეძლებათ - სიახლე მოქმედებს მაგთიკომის, სილქნეტისა და ბილაინის ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

„ჩვენი დისტანციური არხები სრულიად მომზადებული შეხვდა პანდემიას და მომხმარებელს მიეცა საშუალება კომფორტულად და სახლიდან გაუსვლელად ესარგებლა ნებისმიერი საბანკო სერვისით. მობაილ ბანკის მომხმარებლების რაოდენობამ განსაკუთრებული ზრდა განიცადა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დისტანციური არხების განვითარების მნიშვნელობას. ჩვენი მიზანია ჩვენს ნებისმიერ მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება შეუფერხებლად და ნებისმიერ დროს შევთავაზოთ მისთვის საჭირო სერვისები. სიახლის დანერგვის მთავარი მოტივაციაც სწორედ ეს გახდა“, - გიორგი მაკარიძე, საცალო საბანკო მომსახურების დირექტორი

ლიბერთის განახლებულ მობაილ ბანკში Covid19-ის პერიოდში არაერთი შეღავათი გახდა ხელმისაწვდომი - კომუნალურების გადახდა უკვე 3 თვეზე მეტია საკომისიოს გარეშე მიმდინარეობს, ასევე მოქმედებს სპეც.კურსი თანხის კონვერტაციისას.

მობაილ ბანკი ხელმისაწვდომია როგორც iOS, ისე Android-ის მომხმარებლისთვის: www.365.ge

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის