ყაზახეთში სამართალდამცავებმა ანტისამთავრობო აქციის ათობით მონაწილე დააკავეს

ყაზახეთის ქალაქ ალმათში პოლიციამ ანტისამთავრობო აქციის ათობით მონაწილე დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

დემონსტრანტები ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის გადადგომას ითხოვდნენ. გარდა ამისა, ისინი ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებას აპროტესტებდნენ და სკანდირებდნენ : „ბებერო, წაეთრიე!“

დემონსტრაციის მონაწილეთა ერთ ჯგუფს ხელში ეკავა პლაკატი წარწერით „ვერ ვსუნთქავ,“ რითაც მათ აშშ-ში შავკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციების მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.

დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მცირე შეტაკება მოხდა, რასაც აქციის ათობით მონაწილის დაკავება მოჰყვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა