„თიბისის“ მხარდაჭერით, პირბადეების მწარმოებელი კიდევ ერთი კომპანია - „მედიფარი“ გაიხსნა

ქართულ ბაზარზე, „თიბისის“ მხარდაჭერით, უმაღლესი ხარისხის პირბადეების მწარმოებელი კიდევ ერთი კომპანია - „მედიფარი“ გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს. მათი ინფორმაციით, კომპანიამ „მედიფარი“ საწარმოში 2 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც „თიბისის“ კონტრიბუცია 1,5 მილიონი ლარია. საწარმომ ფუნქციონირება ცოტა ხნის წინ დაიწყო და დღეისთვის დღე-ღამეში 100 000-ს, თვეში კი - 3 000 000 უმაღლესი ხარისხის, სამედიცინო დანიშნულების პირბადეს აწარმოებს.

„მედიფარი“ ადგილობრივი წარმოების უმაღლესი ხარისხის ანტიბაქტერიული პირბადეებით უმსხვილეს სააფთიაქო და საცალო ვაჭრობის უამრავ ქსელს ამარაგებს. პროდუქციის უახლოეს მომავალში ექსპორტზე გატანაც იგეგმება. პირბადეების ექსპორტზე გატანის მიზნით, კომპანია ამჟამად უკვე აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა: ისრაელი, რუსეთი, ბელგია, ავსტრია, იტალია და აშშ. საწარმოში ამ ეტაპზე 30-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. „მედიფარი“ „თიბისის“ მიერ პანდემიის განმავლობაში დაფინანსებული მეოთხე საწარმოა, რომელიც ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის აუცილებელ პროდუქციას აწარმოებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა