„თბილისი ენერჯი“ - ნუცუბიძეზე 800-მდე აბონენტს გაზმომარაგება ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მიერ გაზსადენის დაზიანების გამო შეუწყდა

თბილისში, ნუცუბიძის რაიონის 800-მდე აბონენტს გაზმომარაგება ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მიერ გაზსადენის დაზიანების გამო შეუწყდა, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს „თბილისი ენერჯიში“ განუცხადეს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, გაზმომარაგება დღეს, 17:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.

„ნუცუბიძის რაიონში დღეს, 12:00 საათიდან გაზის მიწოდება ავარიულად შეწყდა. ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ სამუშაოების წარმოებისას საშუალო წნევის გაზსადენი დააზიანა, რის გამოც გაზის მიწოდება 800–მდე აბონენტს ავარიულად შეუწყდა. „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები აქტიურად მუშაობენ შემთხვევის ადგილზე დაზიანებული მილის აღსადგენად. „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო. გაზის მიწოდების აღდგენა დღეს 17:00 საათიდან დაიწყება და დღის ბოლომდე დასრულდება. აბონენტები გაზის მიწოდების აღდგენის შესახებ ინდივიდუალურად მიიღებენ მოკლე სატელეფონო ტექსტურ შეტყობინებას“, - აცხადებენ კომპანიაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა