ჰასან რუჰანი - ქორწილის წვეულება ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატების მიზეზი გახდა

ქორწილის წვეულება ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების მიზეზი გახდა, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მეორე ტალღის საშიშროების მიუხედავად, ხელისუფლება იძულებულია, ქვეყნის ეკონომიკა აღარ ჩაკეტოს.

„ერთ-ერთ ლოკაციაზე ეპიდემიის პიკი დაგვიფიქსირდა, რომლის წყაროც ქორწილის წვეულება გახდა და რომელმაც პრობლემები შეუქმნა ადამიანებს, მედიკოსებს, ეკონომიკასა და ჯანდაცვის სისტემას,“- აღნიშნა ჰასან რუჰანმა.

ცნობისათვის, ბოლო დღეების განმავლობაში ირანში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა, კერძოდ, ხუთშაბათს 3 574, პარასკევს კი - 2 886 შემთხვევა, რაც აპრილის შუა რიცხვების შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.

ქვეყანაში დაინფიცირებულების რიცხვი 167 000-მდე, დაღუპულთა კი 8 000-მდე გაიზარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო