იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - იმედი გვაქვს, ევროკავშირის ქვეყნები იტალიის მოქალაქეებისთვის საზღვრებს 15 ივნისს გახსნიან

იმედი გვაქვს, ევროკავშირის ქვეყნები იტალიის მოქალაქეებისთვის საზღვრებს 15 ივნისს გახსნიან, - ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ განაცხადა.

„15 ივნისი ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი თარიღია,“- განაცხადა ლუიჯი დი მაიომ და დასძინა, რომ იმედი აქვს, ევროპის ქვეყნები სასაზღვრო შეზღუდვებს იტალიის ყველა ნაწილში მცხოვრები მოქალაქეებისთვის გააუქმებენ.

მისივე თქმით, გერმანიამ და შვეიცარიამ უკვე გააკეთეს მინიშნება იმის თაობაზე, რომ თავიანთ საზღვრებს იტალიისთვის ამ დროიდან გახსნიან.

შეგახსენებთ, იტალიამ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის სასაზღვრო შეზღუდვები 3 ივნისიდან გააუქმა.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 234 500 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 33 770 ადამიანი გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო:იმედი გვაქვს, ევროკავშირის ქვეყნები იტალიის მოქალაქეებისთვის საზღვრებს 15 ივნისს გახსნიან - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" მომხმარებლებს ბინებზე გრანდიოზულ ფასდაკლებას სთავაზობს
სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტსი" მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს
FDA-იმ IQOS-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიის მარკეტინგის უფლება მისცა  (R)
„ალიანს ჯგუფი“ BDO-სთან პარტნიორობით SAP Business One-ს ნერგავს
გაზელ ფაინენსის ინვესტიცია სანიორეს მეღვინეობაში, ნაფარეულის მიკროზონაში ვენახების მფლობელ კომპანიაში
„თბილღვინო“ განაგრძობს საკუთარი ვენახების განვითარებას