გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან ვაკეში მაჟორიტარ დეპუტატად მისი კანდიდატურის დაყენების საკითხი განიხილება

„ახალი საქართველოს” ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან ვაკეში საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მისი დაყენების საკითხი განიხილება.

როგორც ვაშაძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, „ვინც უმჯობესი იქნება, რომ წავიდეს მაჟორიტარულ ოლქში, ის წავა”.

„განიხილება ეს საკითხი. მე ყოველთვის მომხრე ვარ, რომ დავსხდეთ და მშვიდად, წყანარად გადავწყვიტოთ დიდი გაერთიანების ინტერესებიდან გამომდინარე. „ნაციონალურმა მოძრაობამ” თავისი 2 ოლქი თქვა და სხვა ოლქებში კანდიდატებს ვიხილავთ. ვინც უმჯობესი იქნება, რომ წავიდეს მაჟორიტარულ ოლქში, ის წავა”, - განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის მორიგ შეხვედრას, მისი განცხადებით, ჯერჯერობით, არ დაგეგმილა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო