ნიკოლ ფაშინიანი - კორონავირუსით ინფიცირებული 200-მდე ადამიანი ჰოსპიტალიზაციის რიგს ელოდება - 2 ადამიანი გარდაიცვალა იმის გამო, რომ რეანიმაციაში ადგილები არ იყო

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებული 200-მდე ადამიანი ჰოსპიტალიზაციის რიგს ელოდება, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ვალდებულია მოსახლეობას უთხრას სიმართლე, მითუმეტეს კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ, „რამდენად მწარეც არ უნდა იყოს ეს სიმართლე“.

„სამწუხაროდ, დღეისათვის რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირებული დაახლოებით 200 ადამიანი ჰოსპიტალიზაციის რიგს ელოდება. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ისეა გადატვირთული, რომ საავადმყოფოებში ვერ იღებენ იმ პაციენტებს, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ. მეტსაც გეტყვით, უკვე ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როცა სამედიცინო დახმარების აღმოჩენის დაგვიანების გამო, ადამიანი დაიღუპა“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, ასევე ორი შემთხვევა იყო გარდაცვალების, როდესაც პაციენტები საჭიროებდნენ რეანიმაციაში მოთავსებას, თუმცა რეანიმაციაში ადგილები არ იყო.

ამასთან, როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, ქვეყანა უკვე კრიტიკულ სიტუაციამდე მივიდა.

„დღეს ჩვენ ახლოს ვიყავით, მიგვეღო გადაწყვეტილება ტოტალური კარანტინის შემოღების თაობაზე, თუმცა საბოლოო ჯამში მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს გადაწყვეტილება სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
„ალიანს ჯგუფი“ BDO-სთან პარტნიორობით SAP Business One-ს ნერგავს
გაზელ ფაინენსის ინვესტიცია სანიორეს მეღვინეობაში, ნაფარეულის მიკროზონაში ვენახების მფლობელ კომპანიაში
„თბილღვინო“ განაგრძობს საკუთარი ვენახების განვითარებას
უპროცენტო განვადება და საჩუქარი მომხმარებელს - რას სთავაზობს კომპანია ,,ჯეო გლასი"
ბიზნეს-ცენტრი ატრიუმი - პრაქტიკული არჩევანი
„PSP ყველგან შენი ოჯახის გვერდით“ კამპანიის ფარგლებში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი წყნეთში გაიხსნა
ტერაბანკი ბიზნესკლიენტებს საქმიანობის პოპულარიზაციაში დაეხმარება
ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო