ბაგებში მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებული ორი პირისთვის  აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე დღეს  სასამართლო იმსჯელებს

თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებული მერაბ ხიდაშელისთვის და მამუკა გურჩიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს. სხდომა 11:00 საათზე დაინიშნა და მას მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი გაუძღვება.

პროკურატურა დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

ცნობისთვის, “საქართველოს პროკურატურამ ორი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე მ.გ.-ს ბრალდება 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ხოლო მ.ხ.-ს ჯგუფურად განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დგინდება, რომ 3 ივნისს, ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. N83-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ.ხ.-მ ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ვ.კ.-ს ჯგუფურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მ.გ.-მ კი დანით გ.წ.-ს სახისა და ფეხის არეში, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღით ი.პ.-ს ფეხის არეში ჭრილობები მიაყენა. გამოძიების პროცესში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღები - დანა და ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიეკუთვნება. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით”.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო