პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.მ., ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს.

შსს-ის ცნობით, დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, 1989 წელს დაბადებულ მოქალაქეს- გ.მ.-ს ბასრი საგნის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარით წაართვა მობილური ტელეფონი. მოქალაქემ პატრულ-ინსპექტორებს დახმარების მიზნით მიმართა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს და ბრალდებული ადგილზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბასრი საგანი და ყაჩაღობის გზით მოპოვებული მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: საპატრულო პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა