ჩინეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 5 იმპორტირებულია

ჩინეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 5 საზღვარგარეთიდან არის იმპორტირებული, ერთი შემთხვევა კი ქვეყნის შიგნით გამოვლინდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში ვირუსით გარდაცვალების ფაქტი არ ყოფილა. გარდა ამისა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 3 ადამიანი გაწერეს საავადმყოფოებიდან.

ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი ჩინეთში 70-ს შეადგენს. ოფიციალური სტატისტიკით, დღემდე ქვეყანაში სულ 83,036 ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით. მათგან 4,634 პირი გარდაიცვალა, 78,332 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კორონავირუსის იმპორტირების სულ 1,776 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 1 710 განიკურნა, 66-ს კი ამჟამად მკურნალობა უტარდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა