„ანას ბაღის დამცველებმა“ ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოში ვარკეთილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანეს

ეკოლოგმა ლაშა ჩხარტიშვილმა, „ანას ბაღის მცველებთან“ ერთად, ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოში საჩივარი შეიტანა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჩხარტიშვილმა განუცხადა, საჩივარი ეხება ვარკეთილში მომხდარ ინციდენტს.

ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, 13 ივნისს კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართება.

„ვაპირებთ, როგორც სამართლებრივ, ასევე პოლიტიკურ ბრძოლას, რომ კალაძემ თანამდებობა დატოვოს. 13 ივნისს, რომელიც სიმბოლური და ტრაგიკული თარიღია, თბილისის მერიასთან აქციის გამართვას ვაპირებთ, სწორედ ეკოციდის, გარემოს განადგურების შეწყვეტისა და თავად კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით. აქცია სამოქალაქო აქტივისტებისა და ჩვენი გარემოსდამცველების ინიციატივით გაიმართება“, - განაცხადა ჩხარტიშვილმა.

ცნობისთვის, ვარკეთილში, თბილისის მერ კახა კალაძესა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად მივიდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე "ანას ბაღის" დამცველები და მოძრაობა "შეცვალეს" წევრები დახვდნენ.

მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, „კალაძემ მაისურიც შემოახია".

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა