ბენიამინ ნეთანიაჰუ - ვფიქრობ, დადგა დრო, რომ მსოფლიო თანამეგობრობა აშშ-ს შეუერთდეს და ირანის წინააღმდეგ მაპარალიზებელი სანქციები შემოიღოს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ირანის წინააღმდეგ „მაპარალიზებელი სანქციები“ გამოიყენოს.

მანვე განაცხადა, რომ არ დაუშვებს, ირანმა ბირთვული იარაღი შექმნას. ეს განცხადება ისრაელის პრემიერმა ისრაელის სახელმწიფოს მთავრობის ყოველკვირეულ სხდომაზე გააკეთა.

„ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ დაადგინა, რომ სააგენტოს ინსპექტორებს ირანმა ფარულ ობიექტებზე წვდომის უფლება არ მისცა, რომლებზეც თეირანი საიდუმლო ბირთვულ საქმიანობას აწარმოებდა. ირანი სისტემატურად არღვევდა თავის ვალდებულებებს და მალავდა ობიექტებს, სადაც ამდიდრებდა გამხლეჩ მასალებს. ვფიქრობ, რომ დადგა დრო, რომელიც, სინამდვილეში, გაცილებით ადრე დადგა, რომ მსოფლიო თანამეგობრობა შეუერთდეს აშშ-ს და ირანის წინააღმდეგ შემოიღოს მაპარალიზებელი სანქციები“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, კორონავირუსი არანაირად არ ამცირებს ისრაელის გადაწყვეტილებას იმოქმედოს ირანის აგრესიის წინააღმდეგ.

ცნობისთვის, ირანში გამდიდრებული ურანის მარაგებმა, 2015 წლის შეთანხმებით ნებადართულ ლიმიტს დაახლოებით, რვაჯერ გადააჭარბა. „ფრანსპრესის“ ცნობით, ამის შესახებ საუბარია მოხსენებაში, რომელიც ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ მოამზადა.

მასში აღნიშნულია, რომ 20 მაისის მონაცემებით, გამდიდრებული ურანის მარაგები ირანში 1571,6 კილოგრამს შეადგენს, მაშინ, როდესაც ნებადართული ლიმიტი 202.8 კილოგრამია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს