მეუფე შიო - ილია მეორის საპატრიარქო მოღვაწეობა დასტურია იმისა, რომ ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიაში სულიწმინდა მოქმედებს და სუფევს

მხოლოდ ეკლესიაში შეიძლება ადამიანმა ისეთი თვისებები მოიპოვოს და შეიძინოს, რომელიც ცათა სასუფევლისთვის აუცილებელია , - ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მან მრევლს სულთმოფენობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ სწორედ ეკლესია კურნავს სულსა და ცოდვებს.

„ძვირფასო, ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის სულთმოფენობა. ეს არის დღე ჩვენი წმინდა ეკლესიის დაბადებისა, ეს არის დღე, რის გამოც უფალი იესო ქრისტე მობრძანდა ამ ქვეყნად, რის გამოც განკაცდა. ეს იყო მისი მიზანი, რომ დაეარსებინა თავისი ეკლესია და სულიწმინდის მადლი გარდამოევლინა ჩვენზე. გილოცავთ ამ დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დალოცვასა და ლოცვა-კურთხევას. შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი ლოცვა“,- აღნიშნა მეუფე შიომ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ილია მეორის საპატრიარქო მოღვაწეობა დასტურია იმისა, რომ ქვეყანასა და ეკლესიაში სულიწმინდა სუფევს.

„თქვენ იცით, წმინდა მამების სწავლება, რომ ჩვენი საეკლესიო ცხოვრების მიზანი სწორედ სულიწმინდის მოხვეჭაა. ეს სიტყვები ყველასთვისაა განკუთვნილი, ვინც მოისურვებს, ვინც გახდება წმინდა ეკლესიის წევრი და ვინც ამ გზით ივლის. უფლისგან ეს საოცრება გვეძლევა, მადლი სულისა წმინდისა, რომ ადამიანი შეიძლება გახდეს მადლით თვით ღმერთის ცხოვრების თანაზიარი, ღმერთის ბუნების თანაზიარი შეიძლება გახდეს ადამიანი და ეს თითოეულ ჩვენთაგანს გვეძლევა. ღმერთმა დაგლოცოთ, გილოცავთ კიდევ ერთხელ. ჩვენ ვფიქრობთ, ასევე იმაზე, რომ ამ დღიდან ყველა მოქმედება, რაც კი ეკლესიაში სრულდება, სულიწიმინდით სრულდება. როდესაც წყალი იკურთხება, სულიწმინდის მადლით იკურთხება. როდესაც ადამიანი ინათლება, მეორედ იბადება ქრისტესგან, ესეც სულიწმინდის მადლით ხორციელდება. როდესაც ჩვენ ქრისტეს სულსა და ხორცს ვეზიარებით, სულიწმინდა გვაერთებს ქრისტესთან. პური და ღვინო გარდაიქცევა ქრისტეს სისხლად და ხორცად ასევე სულიწმინდის მადლის მეშვეობით. სულიწმინდის მადლით ხდება წინდა წერილის გულისხმისყოფა, გაგება და ყველაფერი, რაც ჩვენს ეკლესიაში ხდება. სულიწმინდის მადლი სუფევს ჩვენს ეკლესიაში. ეკლესია ეს არის ცათა სასუფევლის კარი. მხოლოდ ეკლესიაში შეიძლება ადამიანმა ისეთი თვისებები მოიპოვოს და შეიძინოს, რომელიც ცათა სასუფევლისთვის აუცილებელია. ეკლესია არის საკმურნალო სულისა, ჩვენი ცოდვებისა. ჩვენ ბედნიერი ვართ დღეს, რომ თანაზიარნი ვართ იმავე მადლისა, რომელიც გარდამოვიდა წინდა მოციქულებზე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე. ყველამ ერთად მივულოცოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს, ილია მეორეს ეს. როგორც ვხედავთ, მისი საპატრიარქო მოღვაწეობა დასტურია იმისა, რომ ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიაში სულიწმინდა მოქმედებს და სუფევს. მთელი მისი მოღვაწეობა სულიწმინდის მადლით არის გაჯერებული და ჩვენ მადლობას მოვახსენებთ მას. ვევედრებით სულიწმინდას, რომ კიდევ მრავალჟამიერ იყოს მისი მეუფება. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ“, - განაცხადა ქადაგებისას მეუფე შიომ.

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას აღნიშნავს. სულთმოფენობის დღესასწაული უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფლის მოციქულებზე სულიწმინდა ცეცხლის ენების სახით გადმოვიდა და ყოველი მათგანი სულიწმინდით აღივსო. მოციქულებმა მანამდე მათთვის უცნობ ენებზე დაიწყეს საუბარი. მათ შემყურე იერუსალიმში მცხოვრებ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ადამიანებს უკვირდათ, რომ ისინი მათთვის გასაგებ ენებზე საუბრობდნენ.

ამ დღეს მორწმუნეები ტაძრებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან. წირვის დასრულების შემდეგ კი, მუხლდრეკის სპეციალური ლოცვა სრულდება, რომლის დროსაც მლოცველებზე სულიწმინდის მადლი გადადის.

იხილეთ ვიდეო: ილია მეორის საპატრიარქო მოღვაწეობა დასტურია იმისა, რომ ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიაში სულიწმინდა მოქმედებს და სუფევს - მეუფე შიო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს