ესტონეთში ავტოგასამართ სადგურზე მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა

ორი ადამიანი გარდაიცვალა და სამი დაიჭრა ესტონეთის ქალქ ლიხულაში გვიან ღამით ავტოგასამართ სადგურზე სროლების დროს. დაშავებულებს შორის ორი არასრულწლოვანია. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იუწყება. მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 32 წლის მამაკაცი, რომლის გამოც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ამ შემთხვევის შემდეგ, მან ავტომანქანა მიატოვა და ადგილიდან გაიქცა. მან მოტოციკლისტს ესროლა, რომელიც ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, ასევე დაცხრილა ავტომანქანა, სადაც ქალი და ორი ბავშვი იჯდა. ქალი გარდაიცვალა, მამაკაცი და ორი ბავშვი კი დაიჭრა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მისულ პოლიციას დამნაშავემ ცეცხლი გაუხსნა. თუმცა, ის სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს, რა დროსაც მას პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. პოლიციის ცნობით, დაკავებულს იარაღის ტარების უფლება გააჩნია. მისი ქმედების მოტივი დგინდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა