კოლინ პაუელი - დონალდ ტრამპი არ არის ეფექტური პრეზიდენტი, ხალხი მისი საყვარელი საქმიანობის - ტყუილების შესახებ წიგნებს წერს

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი კოლინ პაუელი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი არაეფექტური პრეზიდენტია. მისივე თქმით, ტრამპი გამუდმებით იტყუება და ამის გამო, მისი აზრით, ის ხელმეორედ არ უნდა აირჩიონ პრეზიდენტად.

„მე ვფიქრობ, რომ ის არ არის ეფექტური პრეზიდენტი. ის გამუდმებით იტყუება. მან ტყუილების თქმა ჯერ კიდევ ინაუგურაციის დღიდან დაიწყო, როცა იქ მყოფი ხალხის რაოდენობაზე დაიწყეს კამათი. ხალხი მისი საყვარელი საქმიანობის - ტყუილების შესახებ წიგნებს წერს. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენს ინტერესებში არ არის“, - განუცხადა კოლინ პაუელმა CNN-ს.

მისივე მოსაზრებით, პრეზიდენტმა აშშ-ის კონსტიტუციას გადაუხვია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა