დამოუკიდებელი დეპუტატები ახალი პარტიის “ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი“ პრეზენტაციას მართავენ

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ახალი პარტია “ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი“ დააფუძნეს. პარტიის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

როგორც ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე, მარიამ ჯაშმა განაცხადა, პარტიაში მის გარდა იქნებიან ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ხოლო თბილისის საკრებულოდან ჯაბა ჯიშკარიანი.

“ხუთი მოქმედი დეპუტატი ეს გახლავთ ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე და მე, ხოლო თბილისის საკრებულოდან ჯაბა ჯიშკარიანი ვერთიანდებით აღნიშნულ პარტიაში. ჩვენ ბუნებრივია, ღია ვართ თანამშრომლობისთვის ჩვენი სხვა კოლეგების მიმართ და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო გავფართოვდებით, რადგან ჩვენი ხედვა იქნება სწორედ პოზიტიური დღის წესრიგის, ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება საქართველოსთვის, ვფიქრობთ, რომ 30 წლიანი პოლიტიკური ისტორია, რომელიც სავსეა ურთიერთდაპირისპირებით და უშინაარსო პოლიტიკით, უნდა დასრულდეს“, - აცხადებს მარიამ ჯაში.

გედევან ფოფხაძის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი იქნება, გენერალური მდივანი მარიამ ჯაში, პოლიტსაბჭოს თავჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე.

მისივე თქმით, პარტიაში ყველა პოლიტიკოსს ექნება თავის ფუნქცია.

გედევან ფოფხაძის თქმით, მას აბსურდად მიაჩნია სხვა პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციები მაჟორიტარებთან დაკავშირებით.

„აბსურდად მიმაჩნია, რომ დავჯდე და ვინმეს ვკითხო, სად ვიყარო კენჭი, სად შენ იყარო კენჭი, მოდი, ახლა შევთანხმდეთ ვინ, რას გავაკეთებთ. ამაზე ჩვენ ქართველ ხალხს დაველაპარაკებით“, - აღნიშნა ფოფხაძემ.

პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრის ზვიად კვაჭანტირაძის შეფასებით, მომავალ არჩევნებს იმაზე ნაკლები ყურადღება არ სჭირდება, როგორც ეს 2012 წელს იყო.

„ჩვენ წინ გველოდება უმნიშვნელოვანესი არჩევნები, რომელსაც თავისი მნიშვნელობით ვერანაირად ვერ დავუთმობთ ნაკლებ ყურადღებას, ვიდრე ამას 2012 წელს ვაკეთებდით. ამიტომ, ხალხის წინაშე მთელი პასუხისმგებლობით მოვემზადებით ამ უნიშვნელოვანესი ბრძოლისთვის“, - აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის ბექა ნაცვლიშვილის განმარტებით, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საინტერესო და ახალი ეტაპი დაიწყება.

„სახელი არის „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი“, რადგან მიგვაჩნია, რომ სოლიდარობის გარეშე უბრალოდ ამ ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა წარმოუდგენელია. წევრები მრავალფეროვანია და საკმაოდ დიდი გუნდია. საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დაიწყება საკმაოდ საინტერესო და ახალი ეტაპი“, - აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს