დონალდ ტრამპი - კოლინ პაუელი ჯიუტი ადამიანია - მან დღეს განაცხადა, რომ კიდევ ერთ ჯიუტს, „მძინარე ჯო“ ბაიდენს უჭერს მხარს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყოფილ სახელმწიფო მდინავს კოლინ პაუელს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის ჯიუტი ადამიანია. შესაბამისი განცხადება ტრამპმა სოციალურ ქსელში გააკეთა.

„კოლინ პაუელი ის ჯიუტი ადამიანია, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა ახლო აღმოსავლეთის დამანგრეველ ომში ქვეყნის ჩათრევაში. მან დღეს განაცხადა, რომ კიდევ ერთ ჯიუტს, „მძინარე ჯო“ ბაიდენს უჭერს მხარს. ეს ის კოლინ პაუელი არ არის, რომელიც აცხადებდა, რომ ერაყში „მასობრივი განადგურების იარაღი“ იყო? ასე არ მოხდა, მაგრამ ჩვენ ჩავერთეთ ომში“ , - წერს ტრამპი „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილმა უფროსმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი არაეფექტური პრეზიდენტია. მისივე თქმით, ტრამპი გამუდმებით იტყუება და ამის გამო, მისი აზრით, ის ხელმეორედ არ უნდა აირჩიონ პრეზიდენტად. პაუელის მოსაზრებით, პრეზიდენტმა აშშ-ის კონსტიტუციას გადაუხვია.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა