ლონდონში საპროტესტი აქციების დროს 12 დემონსტრანტი დააკავეს, დაშავებულია 8 პოლიციელი

დიდი ბრინატეთის ქალაქებში, მათ შორის ლონდონში, ბრისტონში, მანჩესტერში, ვოლვერჰამპტონში, ნოტინგემში, გლაზგოსა და ედინბურგში, ანტირასისტული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

BBC-ის ინფორმაციით, ზოგჯერ პროტესტი პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაში გადადის. ერთ-ერთი ასეთი დაპირისპირების დროს ლონდონში სამართალდამცავებმა 12 დემონსტრანტი დააკავეს, დაშავებულია 8 პოლიციელი.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა ბრისტონშიც, სადაც დემონსტრანტებმა მე-17 საუკუნის მონებით მოვაჭრის ედვარდ კოლსტონის ქანდაკება ჩამოაგდეს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ადამიანებს აქვთ მშვიდობიანი პროტესტის და არა პოლიციელებზე თავდასხმის უფლება. მისივე თქმით, დემონსტრაციებს ძალადობრივი ქმედებები ზიანს აყენებს.

„ადამიანებს სოციალური დისტანცირების დაცვით მშვიდობიანი პროტესტის უფლება აქვთ, მაგრამ მათ პოლიციაზე თავდასხმის უფლება არ აქვთ. დემონსტრაციებს ძალადობრივმა ქმედებებმა ზიანი მიაყენა. ყველა ის პირი, რომელიც ამ ქმედებებზეა პასუხისმგებელი, პასუხის აგებს,“ - წერს ბორის ჯონსონი.

ცნობისათვის, აშშ-ში, პოლიციის ძალადობრივი ქმედების შედეგად ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდის დაღუპვის შემდეგ, ანტი-რასისტული საპროტესტო აქციები არ წყდება. ამერიკელ დემონსტრანტებს სოლიდარობას უცხადებენ და რასიზმსა და პოლიციის ძალადობას აპროტესტებენ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ავსტრალიაში.

იხილეთ ვიდეო:ლონდონში საპროტესტო აქციების დროს 12 დემონსტრანტი დააკავეს, დაშავებულია 8 პოლიციელი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო