რესპუბლიკელი სენატორი მით რომნი ანტირასისტულ საპროტესტო აქციას შეუერთდა

რესპუბლიკელი სენატორი მით რომნი აშშ-ში მიმდინარე ანტირასისტულ საპროტესტო აქციებს შეუერთდა.

სენატორმა სოციალურ ქსელში ფოტო ატვირთა, სადაც ჩანს, რომ რომნი, რომელსაც პირბადე უკეთია, საპროტესტო აქციაში მონაწილეობს. ფოტოს თან ახლავს წარწერა : „ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია.“

„უნდა მოვძებნოთ გზა ძალადობისა და სისასტიკის დასასრულებლად და იმისთვის, რომ ადამიანებმა გააცნობიერონ : „ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია,““- განაცხადა სენატორმა „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტთან საუბარში.

შეგახსენებთ, აშშ-ში, თითქმის ორი კვირაა საპროტესტო აქციები არ წყდება. პროტესტი ფერადკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის, პოლიციის ძალადობრივი ქმედების შედეგად დაღუპვას მოჰყვა. დემონსტრანტები რასიზმსა და ძალადობას აპროტესტებენ და პოლიციის რეფორმის გატარებას მოითხოვენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო