რუსეთის საგარეო სამინისტრო - ვაშინგტონმა ის რჩევა, რასაც ათობით წელია სხვა ქვეყნებს  აძლევს,  საკუთარ ქვეყანაში უნდა გამოიყენოს და დემონსტანტებთან ცივილიზებული დიალოგი უნდა დაიწყოს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდებს, საკუთარ ქვეყანაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად და მიმდინარე არეულობასთან გასამკლავებლად საკუთარი რჩევა გამოიყენოს, რასაც ის ადამიანის უფლებების პატივისცემასთან დაკავშირებით ათობით წელია სხვა ქვეყნებს აძლევს.

„რა აბსურდულად გამოიყურება ეს მოწოდებები შეერთებულ შტატებში დღეს არსებული სიტუაციის ფონზე. ნაციონალური გვარდია აქციების ძალის გამოყენებით ჩახშობას ცდილობს. ადამიანები დაიღუპნენ და დაშავდნენ. 9 000-ზე მეტი პირი დაკავებულია. არსებულ სიტუაციაში, საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც ვაშინგტონს შეუძლია, არის ის, რომ გაიხსენოს, რა რჩევას აძლევს ის სხვა ქვეყნებს ადამიანის უფლებების პატივისცემასთან დაკავშირებით, ეს რჩევა პრაქტიკაში საკუთარ ქვეყანაში გამოიყენოს და დაიწყოს მშვიდობიანი და ცივილიზებული დიალოგი დემონსტრანტებთან,“- აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოაქვეყნდა.

შეგახსენებთ, აშშ-ში, თითქმის ორი კვირაა საპროტესტო აქციები არ წყდება. პროტესტი ფერადკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის, პოლიციის ძალადობრივი ქმედების შედეგად დაღუპვას მოჰყვა. დემონსტრანტები რასიზმსა და ძალადობას აპროტესტებენ და პოლიციის რეფორმის გატარებას მოითხოვენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო