დღეიდან დიდ ბრიტანეთში ჩასულ პირებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ

დღეიდან იმ პირებს, რომლებიდ დიდ ბრიტანეთში ჩავლენ, 14-დღის განმავლობაში თვითიზოლაციის წესების დაცვა მოუწევთ, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყანაში როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო და საზღვაო გზით ჩასული მგზავრები, მათ შორის დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები, ვალდებული იქნებიან, შეავსოს ონლაინ ფორმა და დატოვონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად იქნებიან ისინი თვითიზოლაციის პერიოდში.

აღსანიშნავია, რომ მათ, ვისაც არ აქვთ შესაფერისი ადგილი, სადაც კარანტინში ყოფნას შეძლებენ, მოუწევთ, სახელმწიფოს მიერ მოწყობილ სპეციალურ დაწესებულებებში 14 დღე საკუთარი ხარჯით გაატარონ.

რეგულაციების თანახმად, ახლად ჩამოსულებთან დაკავშირება ნებისმიერ დროს უნდა იყოს შესაძლებელი. 14 დღის განმავლობაში მათ საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების შესაძენად გასვლაც ეკრძალებათ.

იმ მისამართამდე კი, სადაც თვითიზოლაციაში უნდა იყვნენ, მოქალაქეები კერძო ავტომობილებით უნდა მივიდნენ და არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსებით.

ის პირები, რომლებიც თვითიზოლაციის წესებს დაარღვევენ, 1000 გირვანქა სტერლინგით დაჯარიმდებიან.

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პრიტი პატელის განმარტებით, აღნიშნული რეგულაციების დაწესების მიზანი ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის გავრცელების თავიდან აცილებაა.

ახალი წესები არ შეეხებათ: საგზაო და სატვირთო გადაზიდვებში დასაქმებულ ადამიანებს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც აუცილებელ სამედიცინო მომსახურებას ახორციელებენ, იმ პირებს, რომლებიც ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად ჩადიან და ვიზიტი წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი, ტრანზიტული რეისების მგზავრებს, რომლებსაც სასაზღვრო შემოწმება არ გაუვლიათ, სოფლის მეურნეობის დარგში სეზონურად დასაქმებულ ადამიანებს, თუკი ისინი თვითიზოლაციას დასაქმების ადგილებში გაივლიან და დიდი ბრიტანეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ სისტემატურად, სულ მცირე კვირაში ერთხელ, გამგზავრება უწევთ თავიანთი სამსახურებიდან გამომდინარე.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 286 194 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 40 542 ადამიანი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა