ნათია თურნავა - დარწმუნებული ვარ, ტურიზმის ინდუსტრია უფრო გაძლიერებული გამოვა ამ კრიზისიდან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სოფელ რუისპირში მდებარე კომპანია „ლექსოს მარანის“ საოჯახო ტიპის სასტუმრო „არგეს“ ესტუმრა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, სასტუმრო ცოტა ხნის წინ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაფართოვდა და 11 ახალი ნომერი დაიმატა, რის შემდეგაც ოთახების რაოდენობა 33-მდე გაიზარდა.

მათივე ინფორმაციით, სასტუმროში ამჟამად 15 ადამიანია დასაქმებული. ჯამურად ინვესტიციის მოცულობამ დაახლოებით 2.4 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც სესხის მოცულობა პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 1.45 მილიონი ლარია.

ნათია თურნავას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გლობალურად მსოფლიოში ტურისტული ინდუსტრიის გაჭირვების მიუხედავად, რომელიც საქართველოსაც შეეხო, ჩვენს ქვეყანაში კვლავ ხორციელდება მიმზიდველი პროექტები ტურიზმის დარგში.

„კორონავირუსის პანდემიის ფონზე შექმნილი გამოწვევის მიუხედავად, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით კიდევ ერთი სასტუმრო გაფართოვდა. მცირე საოჯახო სასტუმრო ლექსოს მარანი თელავში, არაჩვეულებრივი ატმოსფერო, არაჩვეულებრივი ხედი, ეს სასტუმრო გაფართოვდა და ხელახლა გაიხსნა „აწარმოე საქართველოს“ დახმარებით. ჩვენი პროგრამის ფარგლებში ასზე მეტი მცირე საოჯახო სასტუმრო გაიხსნა. მოგეხსენებათ, ტურისტულ ინდუსტრიას მთელ მსოფლიოში გაუჭირდა და პანდემიის გამო საქართველოც დაზარალდა. თუმცა მიუხედავად ამისა, მნიშნელოვანია, რომ საქართველოში კვლავ გრძელდება მსგავსი ტიპის მიმზიდველი პროექტების განხორციელება, მოლოდინი არის პოზიტიური და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ტურისტული ინდუსტრია უფრო გაძლიერებული გამოვა ამ გამოწვევიდან და ამ კრიზისიდან, ვიდრე მანამდე იყო“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ვერც ადგილობრივი და ვერც უცხოელი ტურისტი ვერ შეელევა საქართველოში მოგზაურობას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო დანიშნულების ადგილია და გამორჩეულია თავისი უნიკალური ბუნებით, უნიკალური ადამიანებით და სტუმართმოყვარეობის ძირძველი ტრადიციებით.

იხილეთ ვიდეო:ეკონომიკის მინისტრი დარწმუნებულია, რომ ტურიზმის ინდუსტრია კრიზისიდან გაძლიერებული გამოვა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა