ირაკლი აბესაძის განცხადებით, საკვანძო საკითხია, რომ ოპოზიციური პარტიები თბილისის მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანხმდნენ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, საკვანძო საკითხია, რომ ოპოზიციური პარტიები თბილისის მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანხმდნენ.

აბესაძის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია სწრაფად დასრულდეს მოლაპარაკებები საქართველოში სხვა მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით.

„თბილისში მაჟორიტარულ ოლქებზე პარტიების შეთანხმება არის საკვანძო მნიშვნელობის საკითხი ივანიშვილის პირველივე ტურში დასამარცხებლად. უახლოეს დღეებში დასრულდება ეს მოლაპარაკებები და „ევროპული საქართველო“ ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სწრაფად დასრულდეს მოლაპარაკებები საქართველოში სხვა მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ოპოზიციური პარტიები უკვე გადავერთოთ ძალიან აქტიურ მუშაობაზე ადგილზე ამომრჩეველთან რაც, რა თქმა უნდა, ამ პროესის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია“, - განაცხადა აბესაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს