ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოლო სამ დღეში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა არ მიუღიათ, გამოჯანმრთელებულ 3 პაციენტს შორის კი ორი მოზარდია

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში ბოლო სამ დღეში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა არ მიუღიათ, გამოჯანმრთელებული კი სამი პაციენტია, მათ შორის ორი მოზარდი.

როგორც სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში მძიმე პაციენტი არ ჰყავთ და მხოლოდ ერთ პირის მდგომარეობა არის საყურადღებო.

„ამ ეტაპზე ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში 50 პაციენტია. 50-დან „კოვიდ 19“-ის დადასტურებული დიაგნოზი აქვს 20-ს, აქედან ოთხი 18 წლამდე მოზარდია. ერთი მოზრდილი პაციენტია საყურადღებო. ახალი პაციენტები არ გვყოლია. 6 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას. მძიმე პაციენტი არ გყავს. ერთი პაციენტია მხოლოდ საყურადღებო. პარასკევის შემდეგ ახალი გამოვლენილი დიაგნოზის შემთხვევა არ გვაქვს. ორი მოზარდი და ერთი მოზრდილი გვყავს ბოლო სამი დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებული“,- განაცხადა სოლოღაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოლო სამ დღეში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა არ მიუღიათ

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო