„ბლუმბერგი“ - „ვოლვო XC90“ - ყველაზე თანამედროვე და ელეგანტური კროსოვერია, რომლის შეძენაც დღეს შეგიძლიათ

„ვოლვო XC90“ - ყველაზე თანამედროვე და ელეგანტური კროსოვერია, რომლის შეძენაც დღეს შეგიძლიათ დიახ, „ვოლვო“ მართლაც ყველაზე სოლიდური და მოხდენილი კროსოვერია, რომლის შეძენა დღეს შეგიძლიათ - ნათქვამია „ბლუმბერგის“ სტატიაში.

მათივე ცნობით, სხვა კროსოვერები შესაძლოა, უფრო მაცდურიც იყოს, მაგრამ ცხადია, რომ მხოლოდ 2020 წლის ვოლვო XC90 მოდელშია გაერთიანებული ზომიერება, კომფორტი, მცირე დეტალებზე ყურადღება და მდიდარი მემკვიდრეობა. „სწორედ ამ უნიკალური შერწყმის შედეგია „ვოლვოს“ ბუნებრივი სტილი, რომელიც დიდი ზომის პრემიუმ კლასის კროსოვერებშიც კი არ იკარგება. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვისება კი ერთ სიმბოლურ მასალაში შეიძლება გაერთიანდეს, ეს არის შალი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„მომხმარებლები, განსაკუთრებით აშშ-ში, ტყავს პრემიუმ კლასის ფუფუნების საგნად მიიჩნევს, თუმცა ისტორია გვიჩვენებს, რომ სწორედ შალი ითვლება კომფორტის და პრესტიჟის უმაღლეს გამოხატულებად“ - აღნიშნავს ვოლვოს ვიცე-პრეზიდენტი დიზაინის განხრით რობინ პეიჯი. „როდესაც პირველად ჩავჯექი €43,000-ს ღირებულების XC90-ში, მზის სხივებში გახვეული სალონის სილამაზისგან სუნთქვა შემეკრა, წარმოუდგენელი სიმსუბუქის შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მშრალ და თბილ ყინულში შევაბიჯე და საჭესთან მივსრიალდი“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

შალის გადასაკრავი სულ ცოტა ხნის წინ გახდა სერიოზული ფაქტორი, რომელიც გიბიძგებთ XC90-ის, როგორც თქვენი შემდეგი საოჯახო ავტომობილის შეძენისკენ. სულაც არ არის შემთხვევითი, რომ გასულ წელს აშშ-ში „ვოლვოს“ ავტომობილების გაყიდვების თითქმის ნახევარი სწორედ XC90-ზე მოდის. მიმდინარე წელს XC90-ის კომპლექტაციას დაემატა ახალი ცხაურა, წინა ბამპერი, 21-დუიმიანი 8-ქიმიანი მოდიფიცირებული დისკები, ექსტერიერის ფერის ახალი ოფციები, უკანა მიმართულებით გადამკვეთი მოძრაობის შესახებ გაფრთხილების გაუმჯობესებული სისტემა და საჭის აქტიური მართვის ფუნქციები.

„XC90-ის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ როდესაც ლოს-ანჯელესის ქუჩებში დავსეირნობდი, ავტომობილისგან უფრო მეტი სიმსუბუქის და სიმტკიცის შეგრძნება მოდიოდა. ეს მაშინ, როდესაც მისი კორპუსი 1 995 კგ-ს იწონის, ხოლო სალონის სივრცის მოცულობა 2 400 ლიტრზე მეტია. 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარების დრო კვლავ ხუთ წამს შეადგენს, ასეთი გაბარიტების მქონე კროსოვერისთვის ეს საკმარისზე მეტიც არის“ - აღნიშნავს ავტორი.

2020 წლის XC90 მოდელები ხელმისაწვდომია როგორც ფლაგ-ინ ჰიბრიდის, ასევე ბენზინის ძრავით. ვოლვო XC90 ასევე აღჭურვილია საჭის მობრუნების დამხმარე სისტემით - City Safety, რომელიც სტანდარტული აქსესუარია „ვოლვოს“ ყველა მოდელზე. ეს პროგრამა აერთიანებს ავტომატურ სამუხრუჭე და შეჯახების თავიდან აცილების სისტემებს. იგი ერთადერთი სისტემაა ბაზარზე, რომელიც აფიქსირებს ქვეითად მოსიარულეებს, ველოსიპედისტებს და ცხოველებს. „აღსანიშნავია სრული უსაფრთხოების და სიმშვიდის შეგრძნება, რაშიც „ვოლვო“ უკონკურენტოა. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს პირადად ჩემზე ზრუნავდნენ. ასეთი ემოციების განცდა განსაკუთრებით სასიამოვნოა მაშინ, როდესაც ჩვენს გარშემო კორონა ვირუსის პანდემია მძვინვარებს და ყველაზე უსაფრთხო ადგილად საკუთარი სახლის გარეთ ავტომობილი გეგულება. თავს სრულიად უსაფრთხოდ ვგრძნობდი, რადგან ვიცოდი, რომ ჩემს განკარგულებაში იყო „ვოლვოს“ სახელგანთქმული უსაფრთხოების სისტემები, მათ შორის გვერდითი შეჯახებისგან დაცვის სტანდარტული სისტემა, პარკირების დამხმარე კამერა და შეჯახების თავიდან აცილების სისტემა, შესანიშნავია, რომ ეს ყველაფერი შენს განკარგულებაშია. გარდა ამისა კომფორტულად ვიჯექი გამთბარ სავარძელში და ვტკბებოდი საზურგეებით და ბალიშებით, კაკლის ხის ჩანართებით და „Bowers & Wilkins“-ის 19 დინამიკიანი აუდიო სისტემით. ელეგანტური XC90 - სკანდინავიური დიზაინის, კომფორტის და ფუფუნების განსახიერებაა“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

ინფორმაციას „თეგეტა მოტორსის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
დავით თვალაბეიშვილი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის გაგრძელებას და მოვუწოდებთ მასში ჩართულ ყველა მონაწილეს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს
„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა