ადვოკატი - პროკურატურა ხელოვნურად ცდილობს პროცესი გააჭიანუროს და გიორგი რურუა საპატიმროში დატოვოს

„მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე ნივთიერ და წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. მისივე თქმით, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები უნდა დაეკითხათ, თუმცა, მოულოდნელად გადაწყვეტილება შეცვალეს.

„მიზეზად დასახელდა, თითქოს, მოწმეებმა სასამართლოში გამოცხადება ვერ მოახერხეს, რაც ჩემთვის დამაჯერებელი არგუმენტი არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ დღეს შსს-ს თანამშრომლები უნდა დაკითხულიყვნენ. საკმარისი საფუძველი არსებობს იმ ეჭვისთვის, რომ პროკურატურა ცდილობს ბოლოში არ გავიდეს საკუთარი მოწმეების დაკითხვაზე, რადგან ერთ-ერთი ფორმალური მიზეზი, რის გამოც რურუა საპატიმროშია, არის ის, თითქოს, შეიძლება მან მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს. მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარე მოწმეების დაკითხვა ამოიწურებოდა, დავაყენებდით შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ. ახლა პროკურატურა ხელოვნურად ცდილობს ეს პროცესი გააჭიანუროს და საპატიმროში დატოვოს", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

საძაგლიშვილის განმარტებით, თორაძეების საქმესთან დაკავშირებით მათ ოფიციალურად არავინ დაკავშირებია და „ერთადერთი საქმე, რომელთან დაკავშირებითაც სახელმწიფოს კითხვები გააჩნია, ეს არის „ჩადებული" ცეცხლსასროლი იარაღი, რის გამოც რურუა საპატიმროში იმყოფება".

იხილეთ ვიდეო:ადვოკატი - პროკურატურა ხელოვნურად ცდილობს პროცესი გააჭიანუროს და გიორგი რურუა საპატიმროში დატოვოს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს