მექსიკელ მაღალჩინოსანს, რომელიც ორი დღის წინ ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა, კორონავირუსი დაუდასტურდა

მექსიკის სოციალური უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორს ზოი რობლედოს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, დაინფიცირებულმა მაღალჩინოსანმა ორი დღის წინ ქვეყნის პრეზიდენტთან, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორთან ერთად პრეს-კონფერენცია გამართა.

კონფერენციას ქვეყნის თავდაცვის, სამხედრო-საზღვაო და უსაფრთხოებისა და სამოქალაქო დაცვის მინისტრებიც ესწრებოდნენ.

მედიის ინფორმაციით, პირბადე არცერთ მათგანს არ ეკეთა.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, მექსიკაში კორონავირუსის 117 103 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 13 699 ადამიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა