ეკონომიკის სამინისტრო ანტიდემპინგური კანონის ამოქმედების ვადად 2021 წლის 1-ელ ივნისს ასახელებს

ეკონომიკის სამინისტრო ანტიდემპინგური კანონის ამოქმედების ვადად 2021 წლის 1-ელ ივნისს ასახელებს. როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ აღნიშნა, ვადების კორექტირება მოხდა, რაც ბიუჯეტს და მოსამზადებელი პერიოდის საჭიროებას უკავშირდება.

„ ვადებთან დაკავშირებით მოხდა ცვლილებები და იმედია, რომ კომიტეტი და პარლამენტი გაითვალისწინებს. იქიდან გამომდინარე, რომ წელს ბიუჯეტში არაა თანხა გათვალისწინებული, შესაბამისად, საჭირო იქნება დამატებითი თანხების მობილიზება, რომელიც 2021 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული. ჩვენ დაგვჭირდება მომზადება, კონკურენციის სააგენტოში ახალი თანამშრომლების აყვანა, დატრენინგება. ამისთვის გარკვეული მოსამზადებელი პერიოდია საჭირო. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 2021 წლის უკვე 1-ლი ივნისიდან შესაძლებელი იქნება სრულყოფილად ამოქმედდეს ეს ინსტრუმენტი. ვფიქრობ, ეს დრო საკმარისი იქნება კერძო სექტორის და კონკურენციის სააგენტოს მოსამზადებლად,“-აღნიშნა გენადი არველაძემ.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში “ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება გასულ წელს მოხდა და თავდაპირველი რედაქციით კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად 2020 წლის 1 იანვარი იყო განსაზღვრული. „ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე პასუხისმგებელი სსიპ - კონკურენციის სააგენტო იქნება. უწყებამ ახალი სტრუქტურული ერთეული უნდა შექმნას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს