ლევან კობერიძე - მთელი ბიუჯეტი გამოყენებულია „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პარტიული მიზნებისთვის - ჯერ თავისი ფულით მოსყიდვას არ ერიდებოდნენ და ახლა ამას საბიუჯეტო თანხებით აპირებენ

მთელი ბიუჯეტი ძირითადად, რასაც მე ვუყურებ, გამოყენებულია „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პარტიული მიზნებისთვის - ჯერ თავისი ფულით მოსყიდვას არ ერიდებოდა „ქართული ოცნება", ახლა უკვე, როგორც ვხედავ, ამას საბიუჯეტო თანხებით აპირებს, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა, ლევან კობერიძემ ჟურნალისტებთან, ბიუჯეტში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც პარლამენტში დღეს ელოდებიან.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობას ქვეყნის ეკონომიკური კროზისიდან გამოსვლის არანაირი ხედვა არ აქვს.

როგორ დეპუტატი ამბობს, მნიშვნელოვანია ასევე, რომ თანხების ხარჯვა მიმდინარეობს ყოველგვარი დადგენილების გამოცემის გარეშე და ამ მიმართულებითაც სერიოზული კითხვები ჩნდება.

„ყველაზე მთავარი კითხვა, რაც მე ბიუჯეტთან მიმართებით მაქვს, მდგომარეობს შემდეგში - რამდენად ასახავს ეს ბიუჯეტი ქვეყნის ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის გეგმას? სამწუხარო ის არის, რომ როცა მე ვესაუბრე ნათია თურნავას, როდესაც ის პარლამენტში იყო დახურულ შეხვედრაზე მოსული, არანაირი ხედვა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან, არ არსებობს. შესაბამისად, ბიუჯეტი ვერ იქნება ვერანაირად გეგმის ასახვა და იქნება ალბათ, პიარ აქცენტებზე გამახვილებული - რამდენად იკლებენ ხარჯებს საბიუჯეტო ნაწილში საბიუჯეტო ორგანიზაციების თვალსაზრისით. მთელი ბიუჯეტი ძირითადად, რასაც მე ვუყურებ, გამოყენებულია „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პარტიული მიზნებისთვის - ჯერ თავისი ფულით მოსყიდვას არ ერიდებოდა „ქართული ოცნება", ახლა უკვე, ამას, როგორც ვხედავ, აპირებს საბიუჯეტო თანხებით.

მეორე კითხვა მდგომარეობს შემდეგში - ის თანხები, რაც უკვე არის გახარჯული, ჯდება თუ არა მთავრობის სარეზერვო ფონდებში. თანხების ხარჯვა მიმდინარეობს ყოველგვარი დადგენილებების გარეშე და ეს არის უკანონო. თუკი აცდენები იქნება სამთავრობო სარეზერვო ფონდიდან, მაშინ სერიოზული კითხვის ნიშნები გაჩნდება,"- განაცხადა ლევან კობერიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა