ლევან კობერიძე - პირადად ვაწარმოებ მოლაპარაკებებს რამდენიმე პოლიტიკურ ჯგუფთან, ორპოლუსიანობა ქვეყანაში "ოცნების" და "ნაცმოძრაობის" თანავარსკვლავედის სახით, დასამთავრებელია

პირადად ვაწარმოებ მოლაპარაკებებს რამდენიმე პოლიტიკურ ჯგუფთან და ძალასთან. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ მათ ჰქონდეთ კრიტერიუმი, რომ ორპოლუსიანობა ქვეყანაში - "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" თანავარსკვლავედის სახით, არის დასამთავრებელი,- ამის შესახებ ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მოსახლეობას უნდა ჰქონდეს საშუალება რომ ახალ, ალერნატიულ ძალაზე გააკეთოს არჩევანი.

"2020 წლის არჩევნებზე მონაწილეობას აუცილებლად მივიღებთ. მიმდინარეობს კონსულტაციები, პირადად მე ვაწარმოებ მოლაპარაკებებს რამდენიმე პოლიტიკურ ჯგუფთან და ძალასთან. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ პოლიტიკურ ჯგუფს თუ პოლიტიკურად აქტიურ პიროვნებას პირველ რიგში ჰქონდეთ კრიტერიუმი, რომ ორპოლისიანობა ქვეყანაში, "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" თანავარსკვლავედის სახით, არის დასამთავრებელი. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თავისი განვლილი პოლიტიკური ცხოვრებით არ უნდა ჰქონდეთ რაიმე პრობლემა , რომ ადამიანებს თვალებში ჩახედონ და ელაპარაკონ პრობლემაზე. აუცილებელია, რომ ქვეყნის სამომავლო ხედვებზე იყოს აქცენტი გაკეთებული - არა წარსულზე, არამედ მომავალზე. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ არც ერთ თანავარსკვლავედს არც „ქართული ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა მიეკუთვნებოდნენ. მნიშვნელოვანია შეიქმნას ისეთი ახალი ერთობა ალტერნატივის სახით, როცა მოსახლეობას ექნება არჩევანის გაკეთების საშუალება სწორედ ამ ორ პოლუსს შორის განსხვავებულ პოლიტიკურ ერთობაზე," - განაცხადა კობერიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრების ნაწილმა ახალი პარტია “ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი“ დააფუძნეს. ამ პარტიაში ლევან კობერიძე არ გაწევრიანებულა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო