საპარლამენტო არჩევნებზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ-ერთი კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი იქნება

საპარლამენტო არჩევნებზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ-ერთი კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი იქნება.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, პარტიას უდუმაშვილის კანდიდატურაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.

თავად ზაალ უდუმაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მისი შესაძლო მაჟორიტარი კანდიდატობის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა, ამბობს, რომ ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილება მიღებული, კენჭს რომელ ოლქში იყრის.

„ჩვენ დავიწყეთ კონსულტაციები და გარკვეული გვარების მონახაზი უკვე არის. თუმცა, კონკრეტულად ვერ ვიტყვი, რომელ ოლქში ვინ იქნება კანდიდატი. ზოგადად, მაჟორიტარულ ოლქებში, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოიაზრება, ერთ-ერთი ჩემი კანდიდატურაც არის, მაგრამ კონკრეტულად სად, თბილისში თუ რეგიონში, ამაზე გადაწყვეტილი არაფერია და დრო დასჭირდება. ალბათ, უახლოეს დღეებში ჩამოვყალიბდებით და საზოგადოებასაც ვაცნობებთ.

ჩვენ ვთქვით, რომ თბილისში ვიტოვებთ ორ მაჟორიტარულ ოლქს, შესაბამისად, ჩვენ ამ წუთებში საუბარი მხოლოდ ამ ორ მაჟორიტარულ ოლქზე გვაქვს“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობაში“ ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურას სამგორის მაჟორიტარულ ოლქში განიხილავენ.

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ” თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქი დათმო. პარტიას მაჟორიტარი კანდიდატები მხოლოდ ორ რაიონში - გლდანსა და სამგორში ეყოლება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა