მოძრაობა „შეცვალეს“ წევრმა და სამოქალაქო აქტივისტმა კახა კალაძის წინააღმდეგ საჩივრით პროკურატურას მიმართეს

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრმა დიმიტრი ბიძინაშვილმა და სამოქალაქო აქტივისტმა კახა კვეკვესკირმა თბილისის მერის კახა კალაძის წინააღმდეგ საჩივრით პროკურატურას მიმართეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „შეცვალეს“ წევრმა დიმიტრი ბიძინაშვილმა განუცხადა, ისინი ითხოვენ, რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს 5 ივნისს, ვარკეთილის ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ კახა კალაძის მიმართ დაიწყოს გამოძიება იმ მუხლით, რა მუხლითაც მაგალითად, „ქართული ოცნების“ დეპუტატის პიჯაკის გარღვევისთვის ახალგაზრდებთან მიმართებით გამოძიება დაიწყეს და 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ჰყავდათ დროებითი მოთავსების იზოლატორში. მათ 4 -დან 7 წლამდე ემუქრებოდათ თავისუფლების აღკვეთა. არ შეიძლება, ერთი მხრივ, „ქართული ოცნება“ ამბობდეს, რომ პიჯაკის გარღვევისთვის დამნაშავეები არიან ახალგაზრდები და მეორე მხრივ, ამბობდეს იმას, რომ კახი კაალაძემ, თუ ვინმეს მაისური ჩამოიახია, ამას არაუშავს. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ გვაქვს იმის, მოლოდინი, რომ ვინმე კახა კალაძეს დასჯის და ა.შ. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე პროკურატურაში იყოს, იმისთვის, რომ როცა ეს ხელისუფლება, შეიცვლება, ახალმა ხელისუფლებამ სამართლიანად გამოიძიოს ეს საქმე“, - განაცხადა ბიძინაშვილმა.

ინციდენტში მონაწილე აქტივისტებმა თავდაპირველად, ინციდენტის დღესვე კალაძის წინააღმდეგ განცხადებით პოლიციას მიმართეს, თუმცა როგორც დიმიტრი ბიძინაშვილმა აღნიშნა, აღნიშნულ განცხადებას სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, რადგან „კალაძის დაბარებას არ აპირებენ გამოკითხვაზე“ . მისივე განმარტებით, პოლიციამ გამოკითხვაზე თავად განცხადების შემდგენი პირი, კახა კვეკვესკირი დაიბარა.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, თბილისის მერ კახა კალაძესა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება 5 ივნისს მოხდა. დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე მივიდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე "ანას ბაღის" დამცველები და მოძრაობა "შეცვალეს" წევრები დახვდნენ. მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის განცხადებით, „კალაძემ მაისურიც შემოახია".

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს