ლევან თარხნიშვილი - ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან „ქართული ოცნების“ სავიზიტო ბარათად იქცა ხულიგნების და კრიმინალების გამოყენება პოლიტიკაში

ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან „ქართული ოცნების“ სავიზიტო ბარათად იქცა ხულიგნების და კრიმინალების გამოყენება პოლიტიკაში და ზოგადად, ძალადობის და ხულიგნობის წახალისება, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი ლევან თარხნიშვილი სოფელ გამარჯვებაში მომხდარ ინციდენტს, სადაც საკრებულოს დეპუტატმა გია ჭინჭარაულმა, თავისივე მოგვარე ძმებს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.

ლევან თარხნიშვილის განცხადებით, „დიდი ალბათობით, დეპუტატის მიმართ გამოყენებული სასჯელი იქნება არაადეკვატური იმ დანაშაულისა, რომელიც მან ჩაიდინა“.

„აქ ორი რამაა აღსანიშნავი. პირველი ის, რომ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, „ქართული ოცნების“ სავიზიტო ბარათად იქცა ხულიგნების და კრიმინალების გამოყენება პოლიტიკაში და ზოგადად, ძალადობის და ხულიგნობის წახალისება და მეორე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არის ორმაგი სტანდარტები, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს თავისიანების და ოპონენტების ან ჩვეულებრივი ადამიანების მიმართ. შეგვიძლია იგივეს მოწმეები გავხდეთ, გამომდინარე იქიდან, რომ მოძალადე თამაზაშვილების კლანის წარმომადგენელია და ისინი მფარველობენ მას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დიდი ალბათობით, დეპუტატის მიმართ გამოყენებული სასჯელი იქნება არაადეკვატური იმ დანაშაულისა, რომელიც მან ჩაიდინა”,- განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

ცნობისთვის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ გამარჯვების საკრებულოს დეპუტატმა გია ჭინჭარაულმა, თავისივე მოგვარე ძმებს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. შემთხვევა სოფელ გამარჯვებაში გვიან ღამით მოხდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დეპუტატი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს