ვარკეთილში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული - მთელი ცხოვრება ფსიქიკური ზეწოლის ქვეშ გავატარე - ჩემი სულიერი მდგომარეობის გამო მოხდა, რაც მოხდა

ვარკეთილში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ალექსანდრე ივანოვის განცხადებით, ის მთელი ცხოვრება ფსიქიკური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა და აღნიშნულიდან გამომდინარე მას ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა. ამის შესახებ, მან სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც ივანოვმა აღნიშნა, მას მომხდარის გამო ძალიან რცხვენია.

„ძალიან მრცხვენია. დედა ხუთჯერ „რეციდივისტზე" გათხოვდა, რომელმაც ისეთი მონაწილეობა მიიღო ჩემ აღზრდაში, ხან დალურჯებული ვიყავი, ხან სულ შიშში გავატარე. ამ სტრესიდან გამომდინარე ფსიქიკური აშლილობა მქონდა. სულიერი მდგომარეობა არ მქონდა კარგად, ამას ვაღიარებ.

ვიცოდი, რომ ჩემი დალევა არ შეიძლებოდა, მთელი ცხოვრება ფსიქიური ზეწოლის ქვეშ გავატარე. ვაღიარებ, რომ ჩემი სულიერი მდგომარეობის გამო მოხდა, რაც მოხდა. დამამშვიდებელ და დამაწყნარებლებს ვსვამდი, ვიცოდი, რომ დალევა არ შეიძლებოდა ჩემთვის",- განაცხადა ივანოვმა.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, 5 ივნისს, თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, 1975 წელს დაბადებულმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ალექსანდრე ივანოვმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დახვდათ საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი მოქალაქე, რომელიც ამავე სახლის ფანჯრიდან, მეზობლების თანდასწრებით, მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებას ახდენდა და უმისამართოდ ისროდა, რითაც უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ალექსანდრე ივანოვი დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას და საცხოვრებელი სახლი დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის ადგილზე დააკავეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა