რომან კაკულია - ახალი კანონპროექტის მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც იქნება რეაბილიტაციის წამახალისებელი ეფექტიანი მექანიზმები და ყველა კრედიტორის უფლებების დაცვის გარანტიები

გადახდისუუნარობის არსებული სისტემა, შეიცავს მნიშვნელოვან სამართლებრივ და ეკონომიკურ სისუსტეებს და ეს არაერთმა კვლევამ აჩვენა. პარლამენტში ინიცირებული ახალი კანონპროექტი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ ცდილობს, სწორედ, ამ სისუსტეების და ხარვეზების აღმოფხვრას, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად აჭიანურებს გადახდისუუნარობის პროცესის მიმდინარეობას,- ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, “ საქართველოს კანონის პროექტი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. კანონპროექტი საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა. რომან კაკულიას განცხადებით, კანონპროექტი ითვალისწინებს რეაბილიტაციის წამახალისებელი მექანიზმების შემოღებას, კრედიტორის ინტერესების მეტი დაცვის უზრუნველყოფას, საქმის წარმოების პროცესში სასამართლოს როლის გაზრდას, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ახალი პროფესიის შემოღებას, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ახლებურად წესრიგდება კრედიტორთა დაკმაყოფილების რიგითობა გაკოტრების შემთხვევაში.

„ამ რეფორმას არაერთი მიმართულებით ექნება დადებითი ეკონომიკური გავლენა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტია.“ ახალი კანონის პროექტის მიზანია იმგვარი სამართლებრივი გარემოს შექმნა, რომელშიც იარსებებს რეაბილიტაციის წამახალისებელი ეფექტიანი მექანიზმები და ყველა კრედიტორის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების მაქსიმალურად ეფექტიანად და სამართლიანად დაცვის გარანტიები. გარდა ამისა, კანონპროექტის მიზანია სასამართლოსთვის დროული მიმართვიანობის წახალისება, ვინაიდან კომპანიის ფინანსური კრიზისის საწყის ეტაპზე კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენების შემთხვევაში რეაბილიტაციის ალბათობა ბევრად მაღალია,”-აღნიშნა კაკულიამ.

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
რა უპირატესობები აქვს სამსუნგის სმარტფონს ოფიციალური ჰოლოგრამით?
სიახლე PSP-სგან - ფრანგული დერმატოლოგიური კოსმეტიკის ინოვაციური ბრენდი SVR უკვე საქართველოშია
გაყინული კრემიდან „თოლიას“ რეცეპტებამდე, ანუ ყველაფერი, რაც ნაყინის შესახებ უნდა იცოდე