მარიამ ქვრივიშვილი - ბევრი ფილტრი იქნება ჩამოსული ტურისტისთვის ისე, რომ დავრჩეთ კონკურენტუნარიანი ქვეყანა და არ შევქმნათ დამატებითი ბარიერები

ბევრი ფილტრი იქნება ჩამოსული ტურისტისთვის ისე, რომ დავრჩეთ კონკურენტუნარიანი ქვეყანა და არ შევქმნათ დამატებითი ბარიერები,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნების სია, საიდანაც ტურისტების შემოსვლა მოხდება, ეტაპობრივად გადაიხედება. როგორც ქვრივიშვილმა განაცხადა, საქართველში არსებული სამივე საერთაშორისო აეროპორტი სრულად ადაპტირდება იმ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც პრევენციისთვისაა მნიშვნელოვანი.

„ტურიზმის იდუსტრიის გახსნა მოხდება ეტაპობრივად, ფრთხილად და უკიდურესად გადაზღვეულად, რადგან ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინდუსტრია და ტურიზმი აუცილებლად უნდა იყოს უსაფრთხო ინდუსტრია როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მოგზაურობისთვის, ასევე, საერთაშორისო ვიზიტორების მიღებისთვის. ყველა ძალიან ვამაყობთ იმ შედეგებით, რაც საქართველომ მიიღო “კოვიდ-19”-თან წარმატებული ბრძოლით და ზუსტად ამიტომაც არის საქართველოსადმი ძალიან დიდი ინტერესი. ასევე, ყველა ვკითხულობთ საერთაშორისო გამოცემების შეფასებას, საქართველო დასახელებულია ტოპ 7 ან ტოპ 10 ქვეყანას შორის, რომელიც არის ყველაზე უსაფრთხო. ჩვენი მისია არის, რომ უსაფრთხოების ეს ინდექსი არათუ შევინარჩუნოთ, არამედ გავაძლიეროთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივყვებით ეტაპობრივად. მიმდინარებს ქვეყნებს შორის უსაფრთხო დერეფნების ფორმატით თანამშრომლობა და მოლაპარაკება. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ, რომ ქვეყნების ჩამონათვალიც იქნება ეტაპობრივად გადახედილი, ეტაპობრივად გაიხსნება სხვადასხვა ქვეყანასთან და მთავარი კრიტერიუმი, როგორ და რა პრინციპით მივდივართ, ესაა მეორე ქვეყანაში არსებული ეპიდმდგომარეობა. საქართველში არსებული სამივე საერთაშორისო აეროპორტი სრულად ადაპტირდება ყოველდღიურ რეჟიმში იმ საერთაშორისო სტანდარტებით, რომელიც მნიშვნელოვანია პრევენციისთვის, ამიტომ იქნება ბევრი ფილტრი ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ტურისტისთვის ისე, რომ დავრჩეთ კონკურენტუნარიანი ქვეყანა და არ შევქმნათ დამატებითი ბარიერები ქვეყანაში ჩამოსული ტურისტებითვის. ჩვენ მაქსიმალურად ვიქნებით გადაზღვეული და ჩვენი ქვეყანა განაგრძობს იყოს უსაფრთხო ყველა კრიტერიუმით“,- განაცხადა ქვრივიშვილმა.

იხილეთ ვიდეო:მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ბევრი ფილტრი იქნება ჩამოსული ტურისტისთვის

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო