ვარკეთილში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ ალექსანდრე ივანოვს ბრალი დაუმძიმდა

ვარკეთილში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ ალექსანდრე ივანოვს ბრალი დაუმძიმდა. როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ივანოვს პოლიციელებზე თავდასხმასთან ერთად ხულიგნობასა და ოჯახში ძალადობასაც ედავებიან.

ჭიტაძის თქმით, ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობაზე გამოკითხული მოწმეები არ საუბრობენ, თუმცა, თავად ივანოვის მიერ სასამართლოში გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე, მას ექსპერტიზა ჩაუტარდება.

„რაც შეეხება ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეს გამოძიების ეტაპზე უცნობია. არცერთი გამოკითხული მოწმე არ ამახვილებს ყურადღებას მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, თუმცა, ბრალდებულის დღევანდელი სიტყვიერი გამოსვლიდან გამომდინარე, მის მიმართ აუცილებლად ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა.

ბრალდებული ალკოჰოლურის თრობის ზემოქმედების ქვეშ უმისამართოდ ისროდა ცეცხლსასროლი იარაღიდან, რითაც დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, უპატივცემლობა გამოხატა საზოგადოების მიმართ და ასევე, შეტყობინების საფუძველზე გასულ პოლიციის თანამშრომლების სამსახურეობრივ ავტომანქანას გაუხსნა ცეცხლი. მას ასვე ბრალი ედება მეუღლის მიმართ განხორციელებული სისტემატიური შეურაცხყოფისთვის, რამაც მისი მეუღლის ტანჯვა გამოიწვია.

ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ასევე 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ხულიგნობას, ასევე ოჯახში ძალადობას და პოლიციელზე თავდასხმას", -განაცხადა ჭიტაძემ.

მისივე განმარტებით, ბრალდებულმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი იყო.

„საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მას უჭირდა საკუთარი თავის კონტროლი. მისი ფსიქიკური მდგომარეობის პრობლემასთან დაკავშირებით თავად ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა. მან ბავშვობის საკმაოდ მძიმე ისტორიები გაიხსენა, ფაქტობრივად მიუთითა, რომ ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი იყო, თუ არ ვცდები, მამინაცვლის მხრიდან", - განაცხადა ჭიტაძემ.

ცნობისთვის, 5 ივნისს, თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, 1975 წელს დაბადებულმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ალექსანდრე ივანოვმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დახვდათ საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი მოქალაქე ბრალდებული, რომელიც ამავე სახლის ფანჯრიდან, მეზობლების თანდასწრებით, მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებას ახდენდა და უმისამართოდ ისროდა, რითაც უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ალექსანდრე ივანოვი დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას და საცხოვრებელი სახლი დატოვა.

ალექსანდრე ივანოვს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ასევე 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ხულიგნობას, ასევე ოჯახში ძალადობას და პოლიციელზე თავდასხმას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს