ბექა ფერაძე - სასტუმროებს კიდევ ერთ კვირიანი ვადა აქვთ, რომ ინსპექტირება მოითხოვონ და შრომის ინსპექცია სრულიად უსასყიდლოდ შეამოწმებს მზაობას, რამდენად აქვთ დანერგილი სტანდარტები, რომელიც მოთხოვნილია

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, სასტუმროებს ვადა 15 ივნისამდე აქვთ, რათა შრომის ინსპექცია მოითხოვონ და მათი გახსნის ნებართვა მხოლოდ დადებითი დასკვნის შემთხვევაში გაიცემა.

,,სასტუმრო იხსნება გარკვეული დათქმით, მათ იმ შემთხვევაში აქვთ მუშაობის გაგრძელების უფლება თუ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი მოახდენს მათ შემოწმებას და შემოწმების შედეგად მიიღებენ დადებით დასკვნას. ამიტომ, ვინაიდან, შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან იწყება, სასტუმროებს კიდევ აქვთ ერთ კვირიანი ვადა, რომ დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ ვებ-გვერდზე, მოითხოვონ ინსპექტირება და შრომის ინსპექცია სრულიად უსასყიდლოდ შეამოწმებს მზაობას,თუ რამდენად აქვთ მათ დანერგილი ის სტანდარტები, რომელიც მოთხოვნილია შესაბამისი გაიდლაინებით. მათ მხოლოდ ამ შემთხვევაში ენიჭებათ მუშაობის გაგრძელების უფლება,", - განაცხადა ბექა ფერაძემ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა