მარიამ ქვრივიშვილი - მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო მეტ მოქალაქეს გავუჩინოთ სურვილი, რომ პირველ რიგში, საქართველოში იმოგზაუროს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სახელმწიფო კერძო სექტორის საფასო პოლიტიკაში ჩარევას არ აპირებს.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, წლების განმავლობაში მათ არაერთხელ დაინახეს, რომ ბაზარი მოთხოვნიდან გამომდინარე ფასებს თავად დაარეგულირებს.

„კერძო სექტორი ძალიან დინამიურად ადპტირდება იმ რეალობასთან, რაც მოთხოვნა- მიწოდების პრინციპს გულისხმობს. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ საფასო პოლიტიკას როგორ წარიმართება. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვუყურებთ, რომ განთავსების ობიექტებმა მოთხოვნის სიმცირიდან გამომდინარე საფასო პოლიტიკაზე ადაპტირება მოახერხეს. სახელმწიფო, რა თქმა უნდა, კერძო სექტორის საფასო პოლიტიკაში ჩარევას არ აპირებს, რადგან წლების განმავლობაში ჩვენ არაერთხელ დავინახეთ, რომ ბაზარი მოთხოვნიდან გამომდინარე თავად დაარეგულირებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტ საქართველოს მოქალაქეს გავუჩინოთ იმის სურვილი, რომ პირველ რიგში, საქართველოში იმოგზაუროს, რადგან მსოფლიოში ძალიან ცოტა ქვეყანა თუ არის, რომელიც, ერთი მხრივ, ასეთი ლამაზია, მაგრამ, მეორე მხრივ - ასეთი უსაფრთხო“,-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა