ბექა ფერაძის განცხადებით, ღია და დახურული ტიპის აუზებთან დაკავშირებით სპეციალური პროტოკოლი უახლოეს მომავალში იქნება შემუშავებული

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, ღია და დახურული ტიპის აუზებთან დაკავშირებით სპეციალური პროტოკოლი უახლოეს მომავალში იქნება შემუშავებული.

რაც შეეხება აუზებს, რომლებიც კონკრეტულ სასტუმროებშია განთავსებული, ფერაძის თქმით, თუ აღნიშნული სასტუმრო გაივლის შესაბამის შემოწმებას და მიიღებს ნებართვას, აუზს ფუნქციონირება ჩვეულებრივად შეეძლება.

„სასტუმროებს ეძლევათ მუშაობის ნებართვა იმ შემთხვევაში, როდესაც შრომის ინსპექცია შეამოწმებს და ექნებათ დადებითი დასკვნა, რომ ისინი აკმაყოფილებენ მოთხოვნებს. შესაბამისად, აუზი, რომელიც განთავსებული იქნება ასეთი ტიპის სასტუმროში შეესაბამება სტანდარტებს. სტუმრები, რომლებიც ამ სასტუმროში არიან განთავსებულნი, მათი აღრიცხვა ხდება და ბუნებრივია, აქ რისკი შედარებით ნაკლებია. რაც შეეხება ღია ტიპის აუზებს, ვინაიდან აქ მოქალაქეთა დიდი ნაკადია დაინტერესებული, ამაზე მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს პერიოდში სპეციალური პროტოკოლი მათთვისაც იქნება შემუშავებული, რის შემდეგაც ისინი განახორციელებენ სამუშაოებს. ეს შეეხება ღია და დახურული ტიპის აუზებს. ზოგადი პროტოკოლი გაწერილია, ჰიგიენური ნორმების დაცვა როგორ უნდა მოხდეს, მაგრამ ვინაიდან, ძალიან დიდი ოდენობის მოქალაქეების მიმართვაა ასეთი ტიპის ობიექტებზე და ეს შეიძლება იყოს ერთჯერადი, რომლის აღრიცხვაც ვერ მოხდება ისეთი ეფექტურობით, რასაც ჩვენ მოვახდენთ სასტუმროსთან მიმართებით, ბუნებრივია, რომ მათთან მუშაობა გრძელდება და იქნება ადაპტირებული მოთხოვნები“, - განაცხადა ფერაძემ.

კითხვაზე, თუ ვინ ახორციელებს მონიტორინგს, ფერაძის განცხადებით, შემოწმებებს ძირითადად ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექცია, რომელიც კოორდინაციას უწევს სხვადასხვა უწყებებს.

„შემმოწმებელი პროტოკოლებზე და იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც განსაზღვრულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ძირითადად არის შრომის ინსპექცია, რომელიც კოორდინაციას უწევს სხვადასხვა უწყებებს. ამ შემთხვევაში თუ ჩვენ ვისაუბრებთ კვების ობიექტებზე და რესტორნებზე, სურსათის ეროვნული სააგენტო არის ჩართული ამ პროცესში, ასევე გვეხმარებიან მუნიციპალიტეტების ზედამხედველობის სამსახურები, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში და ერთობლივად, პროფილური მიმართულებით ვახდენთ კომპანიების შემოწმებას. საბოლოო ჯამში, ეს მონაცემები თავს იყრის ჯანდაცვის სამინისტროში. სპეციალური პროგრამა არსებობს, რომლის მიხედვითაც ჩვენ ერთიანი მიდგომები გვაქვს ყველა ბიზნესის მიმართ და ეს არის გარანტი იმისა, რომ რეკომენდაციები იქნება შესრულებული და მოხდება პრევენცია“, - აღნიშნა ფერაძემ.

იხილეთ ვიდეო:ღია და დახურული ტიპის აუზებთან დაკავშირებით სპეციალური პროტოკოლი უახლოეს მომავალში იქნება შემუშავებული

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
დავით თვალაბეიშვილი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის გაგრძელებას და მოვუწოდებთ მასში ჩართულ ყველა მონაწილეს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს
„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა