8-19 ივნისს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მონაწილეობით ვირტუალური კონფერენცია გაიმართება

დღეს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში კლიმატურ პირობებზე მორგებული მდგრადი ურბანული განვითარების თემაზე, ვირტუალური კონფერენცია დაიწყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საერთაშორისო ქალაქების პლატფორმის „ქალაქები კავშირში“ (Connective cities) ეგიდით ტარდება.

კონფერენეციაში, რომელიც 19 ივნისამდე გაგრძელდება, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის 9 ქვეყნის 20-ზე მეტი მუნიციპალიტეტი მონაწილეობს.

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი.

ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი ფორმატი ხელს უწობს ინოვაციური ურბანული საპროექტო იდეების ციფრულ გადაწყვეტილებებად ქცევას, რაც მნიშვნელოვანია პანდემიის პირობებში ადაპტირებისა და მომავალ კრიზისებზე სწრაფი რეაგირების თვალსაზრისით.

მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილ ურბანულ საპროექტო იდეებს, 2-კვირიანი ციფრული ღონისძიების ფარგლებში, განიხილავენ და დაამუშავებენ წამყვანი ევროპელი მეცნიერები და გერმანელი მუნიციპალური ექსპერტები.

სემინარების მონაწილეები გაეცნობიან სხვადასხვა ინოვაციურ მეთოდს და შეისწავლიან ციფრული თანამშრომლობის სპეციფიკას.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა